შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე – მაია მიქაია ქუთაისში შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე – მაია მიქაია ქუთაისში შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო სფეროში არსებული ვითარება და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც, კერძოდ, ორ ახლად მიღებულ რეგლამენტს, რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს.
ახალი რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იქნა მიღებული.
რეგლამენტი არეგულირებს შედეგ საკითხებს:
- შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე
- სახანძრო უსაფრთხოება
- საევაკუაციო გზები და გასასვლელები
- საფრთხის შემცველი ადგილები
- ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები
- ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.
რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.
შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა და მას სხვადასხვა კერძო კომპანიის 50-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა.