ანრი ოხანაშვილი: ევროპული სტრუქტურების სახელით იქმნება კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც თავისი არსით არის პარადოქსი

ევროპული სტრუქტურების სახელით იქმნება კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც თავისი არსით არის პარადოქსი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ,ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„ადამიანი, რომელიც მხილებულია არაერთი შესაძლო დანაშაულის ჩადენაში, პირი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, რომელიც მედიაზე გავლენის მქონეა და რომელიც რადიკალურ ჯგუფებს აფინანსებს, მიიჩნევა როგორც მედია მფლობელად – ეს პარადოქსია და ეს პარადოქსი ახსნადია: ამ ადამიანებს ჰყავთ ლობისტები, ცალკეული კუბილიუსებისა თუ სხვა გრიგორევას სახით, რომლებიც მუდმივად, მიზანმიმართულად ჩართულნი არიან იმ რადიკალური ხაზის მხარდაჭერაში, რა ხაზსაც ეს ადამიანები ავითარებენ. ეს რადიკალური ჯგუფები წახალისებული არიან ამ ლობისტების მიერ და ხაზი არის ერთი: მოხდეს ხელისუფლების დასუსტება, რადიკალიზმის გაზრდა და ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები