ალუდა ღუდუშაური: „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლისთვისაც ყველაზე მთავარია ვიწროპარტიული ინტერესი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიისთვის მთავარია ვიწროპარტიული ინტერესები.

“რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება ეს არის ლოგიკური და ამავდროულად სამართლიანიც. ცხადზე ცხადი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ჯანსაღი ორგანიზაცია, რომელიც მომართულია ქვეყნის განვითარებაზე, ან პასუხისმგებლობა ექნება პოლიტიკურ პროცესებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომლისთვისაც ყველაზე მთავარია ვიწროპარტიული ინტერესი, რომლის შედეგადაც მათთვის მთავარია თავიანთი მატერიალური კეთილდღეობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები