ალუდა ღუდუშაური – ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე: მათი ინტერესი არ არის ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობა
„ხოშტარიას შეიძლება სხვა როლი ჰქონდეს, ჯაფარიძეს – სხვა და ვაშაძეს – სხვა, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგი არის მხოლოდ ერთი, რომ როგორმე იტივტივონ პოლიტიკურ სარბიელზე და ამით ხეირი ნახონ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
“ზოგიერთი რუსული რუბლების აღებით არის დაკავებული, მაგალითად ხოშტარია. ჯაფარიძეს სხვა ინტერესები აქვს, ვაშაძეს სხვა, მაგრამ მათი ინტერესი არ არის ქვეყნის და საზოგადოების კეთილდღეობა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტია „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.