ალუდა ღუდუშაური – რუსთავის საკრებულოზე: „ნაცმოძრაობა“, გახარია და სხვები გაერთიანდნენ არა „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობა“, გიორგი გახარია და სხვები გაერთიანდნენ არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. შედეგად, რასაც ჩვენ დღეს ვიღებთ, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი. ამ ამორალური ქმედების შედეგად ზიანდება არა ჩვენი პარტია ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანები, ამ შემთხვევაში რუსთავ-ქალაქელები“, – აცხადებს ღუდუშაური.
რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი საკრებულოს თავმჯდომარეს და პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნოდარ შეროზიას თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.