ირაკლი ჩიქოვანი: დავინახეთ, როგორ ეწევიან ქართული პოლიტიკური პარტიები საკუთარი სახელმწიფოს საბოტაჟს და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერთან მიმართებით გამოხმაურებას პოულობენ ევროპაში

მორიგ ჯერზე დავინახეთ, როგორ ეწევიან ქართული პოლიტიკური პარტიები საკუთარი სახელმწიფოს საბოტაჟს და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერთან მიმართებით გამოხმაურებას პოულობენ ევროპაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია ორიენტირებული უნდა ყოფილიყო იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. რეზოლუცია უნდა ყოფილიყო ორიენტირებული პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების იმპლემენტაციის კუთხით. რეზოლუციის თავდაპირველი ვერსია ასეთ დოკუმენტად მიგვაჩნდა, თუმცა არის ძალიან ვიწრო წრე ადამიანებისა და კონკრეტული პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური მოკავშირეების საკითხების რეზოლუციაში შეტანას ცდილობენ. ეს რეალობა ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სცდება პოლიტიკური პარტიების საზღვრებს. მორიგ ჯერზე დავინახეთ, როგორ ეწევიან ქართული პოლიტიკური პარტიები საკუთარი სახელმწიფოს საბოტაჟს და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერთან მიმართებით გამოხმაურებას პოულობენ ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები