ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, თავის მხრივ, მელიას ჰყავს დამცველები – ძმები ახალაიები

ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ჰყავთ ხაბეიშვილი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დამცველები ჰყავს ნიკა მელიასაც. ესენი ძმები ახალაიები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან.

„მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით, ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ჰყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ, როგორც ჩანს, მელიასაც ჰყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები