იაგო ხვიჩია – “ნაცმოძრაობაზე”: იდეა როცა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც ნიკა მელია, ვერც მუმლაძე და ვერც ჩალაძე ვერ გიშველის

იდეა როცა არ გაგაჩნია და არ გაქვს ხედვა, როგორ აპირებ ქვეყნის განვითარებას, ვერც ნიკა მელია, ვერც მუმლაძე და ვერც ჩალაძე ვერ გიშველის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობა” ჩიხიდან ვერ გამოვა, სანამ პარტია თავის შეცდომებს არ გაიაზრებს.

„ამ ადამიანების გარჯაც ისეთივე ამაო იქნება, როგორც ნიკა მელიას გარჯა იყო ამაო მთელი ორი წლის განმავლობაში, რადგან არ ეფუძნებოდა არცერთ პრინციპს და არცერთ ღირებულებას და იყო მხოლოდ მიმდინარე მოვლენებით შთაგონებული, რამაც, საბოლოოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიყვანა ამ ჩიხამდე. ჩიხიდან გამოსვლაც არ გამოვა, ვიდრე არ გაიაზრებს იმ შეცდომებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ თან ახლდა და განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა 500-ათასიანი ამომრჩევლის გაყოფისთვის და ბევრი ადამიანი, მათ შორის, სხვა პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუწილდნენ ამ საქმეში. როგორ გამოვა ეს ბრძოლა და ვინ როგორი წარმატებით დაასრულებს ამ პროცესს ვერ გეტყვით, მაგრამ ამ წუთას, ჯერ ვერ ვხედავ იდეების და ღირებულებების ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჯერ არის შიდაპოლიტიკური ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად პარტიის შიგნით“, – თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა გიორგი ჩალაძესა და გიორგი მუმლაძესაც სურთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები