გივი მიქანაძე: ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე იკვეთება, რომ დავით კეზერაშვილის საქმიანობას უკავშირდება

იკვეთება, რომ დავით კეზერაშვილის საქმიანობას უკავშირდება, – ამის შესახებ   საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურის საქმიანობას ამ კონკრეტულ გამოძიებასთან დაკავშირებით გერმანელმა პროკურორებმა მაღალი შეფასება მისცეს.

„გერმანელი პროკურორები იყვნენ ჩამოსულები, რომელთაც საქართველოს პროკურატურის საქმიანობას, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ეს პროცესი მიდის ბოლოსკენ.
ამ პროცესით იკვეთება, რომ ეს საკითხები დიდწილად მართლაც უკავშირდება კეზერაშვილის საქმიანობას. თუმცა, უნდა დაველოდოთ საბოლოო დასკვნას“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები