ბრიუსელში დაუდგენელი პირი პოლიციელებს დაესხა თავს – ერთი დაღუპულია და ერთი დაჭრილი

ბრიუსელში გვიან ღამით რკინიგზის სადგურთან პოლიციელებს დაუდგენელი პირი დანით თავს დაესხა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად, ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა, მეორე ჰოსპიტალიზებულია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავად თავდამსხმელი, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობებით, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმის მოტივი არ სახელდება, თუმცა, საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტი იძიებს.

“არსებობს ეჭვი, რომ მოტივები ტერორისტული იყო. გამომძიებლებს ამის დადასტურება ან უარყოფა მოუწევთ”, – თქვა პოლიციის სპიკერმა, ერიკ ვან დიუსმა.

ბელგიის პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ “ტვიტერში” გარდაცვლილი ოფიცრის ოჯახს მიუსამძიმრა: “ჩვენი პოლიციელები ყოველდღიურად რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღევანდელი დრამა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს”.

უახლოეს კვირებში „ისლამური სახელმწიფოს“ ცხრა სავარაუდო წევრი სასამართლოს წინაშე წარდგება. მათ ბრალად ედებათ 2016 წელს ბრიუსელში ტერაქტში მონაწილეობა, როდესაც 32 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები