თეთრი სახლი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აანონსებს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს.

„დღეს შეერთებული შტატები უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები