ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.

„ჩვენი განზრახვა [არჩევნებში] ხელახლა მონაწილეობაა. ეს საბოლოო ჯამში ოჯახის გადაწყვეტილებაა. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ ის [ტრამპი] ხელისუფლებაში არ დაბრუნდება, თუ კენჭს იყრის, ის ჩვენი კონსტიტუციის ლეგიტიმური ძალისხმევით შემდეგი პრეზიდენტი აღარ გახდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები