დერუსიფიკაციის პროცესი – კიევში აღარ იქნება ლომონოსოვის ქუჩა, ჯამურად – სახელი 11 ქუჩას შეეცვალა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გამოაცხადა, რომ, დერუსიფიკაციის ფარგლებში, უკრაინის დედაქალაქში რუსეთთან დაკავშირებული 11 ქუჩის სახელი შეიცვალა.

კერძოდ, კიევში ბელომორსკაიას ქუჩა შეიცვლება და გახდება კატერინა განძიუკის ქუჩა (პოლიტიკოსი ხერსონიდან, 2018 წელს მოკლეს);

მაგნიტოგორსკაიას ქუჩა ➡ იაკოვ გნეზდოვსკის ქუჩა (უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი);

ლომონოსოვის ქუჩა ➡იულია ზდანოვსკაიას ქუჩა (მათემატიკოსი, დაიღუპა რუსული დაბომბვის შედეგად ხარკოვში მარტში);

სევერო-სირეცკაიას ქუჩა ➡ვიქტორ ნეკრასოვის ქუჩა (დისიდენტი მწერალი, დაბადებული კიევში);

შრომის (ТРУД) ბულვარი ➡ივან კოტლიარევსკის ბულვარი (მე-18 საუკუნის უკრაინელი პოეტი);

გენერალა კარბიშევის ქუჩა ➡ირინა ბეკეშკინას ქუჩა (უკრაინელი სოციოლოგი, დემოკრატიული ინიციატივების ფონდის დირექტორი, დაბადებული რუსეთში);

ჩელიაბინსკის ქუჩა ➡პანტელეიმონ კულიშის ქუჩა (მე-19 საუკუნის უკრაინელი მწერალი და ეთნოგრაფი);

ნიკოლაი გასტელოს ქუჩა ➡ბუსოვოგორსკაიას ქუჩა;

მამინ-სიბირიაკის ქუჩა ➡ვეჩევაიას ქუჩა;

ვალი კოტიკას ქუჩა ➡ვენსკას ქუჩა;

იჟევსკაიას ქუჩა ➡იჟკარსკაიას ქუჩა;

თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მთელი უკრაინის მასშტაბით, რუსეთთან დაკავშირებული ათობით ძეგლის დემონტაჟი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები