“2 ათასი დაღუპული მოქალაქის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა” – უკრაინის შსს

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 2 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი აკოპიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის უცხოელი პარტნიორები, კერძოდ, გერმანია და შეერთებული შტატები ეხმარებიან ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესში, უზრუნველყოფენ საჭირო მასალებსა და აღჭურვილობას.

აკოპიანმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმ ტერიტორიის განაღმვისთვის, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა – ეს არის 175 ათასი კვადრატული მეტრი, ქვეყნის დაახლოებით მესამედი.

„ოპტიმისტური შეფასებით, აქტიურ განაღმვას შვიდ წლამდე დასჭირდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

უკრაინის ხელისუფლება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით ამ საქმიანობისთვის კიდევ 100 გამნაღმველის მობილიზებას გეგმავს.

სამინისტროს გათვლებით, უკრაინა მსოფლიოში „ყველაზე დანაღმული“ ქვეყანა გახდა.

მერი აკოპიანის თქმით, 24 თებერვლიდან უკვე 275 000 ასაფეთქებელი ნივთი იქნა გაუვნებელყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები