უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ბოლო ერთ დღეში უკრაინის კონტროლის ქვეშ კიდევ 12 დასახლება მოექცა.
რაც შეეხება ხერსონიდან რუსული ჯარების გასვლას, ზალუჟნი ამბობს, რომ “ხერსონიდან მათი სავარაუდო გასვლა ჩვენი ქმედების შედეგია”.
„ხერსონიდან მათი სავარაუდო გასვლა ჩვენი აქტიური მოქმედებების შედეგია. უშუალოდ ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლოჯისტიკური მარშრუტები და უზრუნველყოფის სისტემები გაანადგურეს, დაარღვიეს მტრის მართვისა და კონტროლის სისტემა. ამით მტერს, გაქცევის გარდა, სხვა შანსები არ დაუტოვეს”, – თქვა მან.
ამასთან, ზალუჟნიმ თქვა, რომ ახლა ის ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას ხერსონიდან რუსული ჯარების გამოცხადებული გაყვანის შესახებ.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას საკუთარი გეგმის შესაბამისად აგრძელებენ.
სამხედროს თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან 36,5 კილომეტრის სიღრმეში წინსვლა მოხერხდა და აღებული ტერიტორიის საერთო ფართობი 1381 კვადრატულ მეტრს აღწევს, ჯამურად, 41 დასახლებულ პუნქტზე აღდგა კონტროლი.