არჩილ თალაკვაძე: ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არიან, პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ეშმაკსაც კი შეეკრან

“ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არიან, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, მათთვის ღირებულებები არ არსებობს.

„ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, არაფერი ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ხელისუფლებაში რაღაც ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები