იონათამიშვილი – ჯაფარიძეზე: ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები ასე უტიფრად იტყუებიან

ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები ასე უტიფრად იტყუებიან და ძალაუფლების მოპოვება ყველაფრის ფასად უნდათ, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

„ორმაგი სტანდარტია და, ამასთან ერთად, აღიარება, რომ მათ იციან, ეს არის კრიმინალური ფული, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ამით ისინი იმ კრიმინალური ისტორიის ნაწილი ხდებიან, რითაც ეს ადამიანია გამორჩეული. ისინი პოლიტიკაში მოღვაწეობის ასე გაგრძელებას თუ აპირებენ, ნამდვილად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისედაც ხომ ნულს ქვემოთაა მათი რეიტინგი და კიდევ და კიდევ გაუფასურდება. ჩვენი საზოგადოება არ პატიობს უპრინციპობას, როდესაც ადამიანები ასე უტიფრად იტყუებიან და ძალაუფლების მოპოვება ყველაფრის ფასად უნდათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, სმენია, რომ კეზერაშვილმა რაღაც ბიზნესები მიისაკუთრა, თუმცა, “ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები