“უკრაინაში მშვიდობა მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სრულფასოვანი მშვიდობის აღდგენა მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი.

ამის შესახებ სანდუმ კიშინიოვში ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დარწმუნებულები ვართ, რომ მეტი ძალისხმევა, მეტი ერთობა და მეტი სოლიდარობაა საჭირო გლობალურ დონეზე, რომ ვაიძულოთ რუსეთი – დატოვოს უკრაინა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მშვიდობის აღდგენა. მშვიდობა უკრაინაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი კონტინენტის კეთილდღეობისთვის და აუცილებელია ჩვენთვის აქ, მოლდოვაში, სადაც ომის დაწყების შემდეგ საფრთხის რისკები იზრდება“, – განაცხადა სანდუმ.

მან დასძინა, რომ ომმა მოლდოვას დიდი ეკონომიკური და სოციალური ზიანი მოუტანა, რასაც ყველა მოქალაქე გრძნობს.

სანდუს თქმით, მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რომლის დროსაც ენერგორესურსები გამოიყენება დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად და „ეს ენერგეტიკული ომი მხოლოდ მოლდოვაში არ ხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები