პაატა ზაქარეიშვილი: პროკურატურას უტყური მტკიცებულებები აქვს

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვს. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროკურატურას სააკაშვილის წინაღმდეგ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით მყარი მტკიცებულებები აქვს.
“რადგან პროკურატურა ამაზე მიდის, ე.ი. მას აქვს უტყური მტკიცებულებები და ჩვენ უნდა ვენდოთ პროკურატურას და სასამართლოს. საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცოდით, რომ უამრავი დანაშაული ხდებოდა. ჩვენ გვქონდა ეჭვები, მაგრამ არ გაგვაჩნდა მტკიცებულებები და ინფორმაცია, თუ ვინ აკეთებდა ამას. პროკურატურამ მკაფიოდ თქვა, ვისზე აქვს ეჭვი. ჩვენ უნდა ვენდოთ პროკურატურას. მე ის ეჭვები, რაც მქონდა, გამიმყარდა და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნლისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსთან თეიმურაზ ჯანაშიასთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად ცნო. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები