გენერალი მილი: უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 100 ათასს აჭარბებს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, პენტაგონის მონაცემით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში 100 ათასზე მეტი მოკლული და დაჭრილი ჰყავთ. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, “სავარაუდოდ”, იგივე ზარალი განიცადა.

ამის შესახებ მან ნიუ-იორკში ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას თქვა.

უკრაინაში დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივების შესახებ მილიმ თქვა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს მოლაპარაკების თავდაპირველმა წარუმატებლობამ ადამიანთა ტანჯვა და მილიონობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

„ამიტომ, როდესაც არის მოლაპარაკების შესაძლებლობა, როდესაც შესაძლებელია მშვიდობის მიღწევა, ისარგებლეთ ამ მომენტით“, – განაცხადა გენერალმა მილიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები