თეა წულუკიანი: პოლიტიკურ პარტნიორობაში ყველაფერი არ მოსულა – ის ფანდები რასაც იყენებს ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, ჩვენ არ გვჭირდება

ყველგან არის აუცილებელი რაღაც სტრუქტურა და ამ სტრუქტურის ლიდერი. მარტო ლიდერიც არ არის საკმარისი, მონაწილეები, თუნდაც რამდენიმე უნდა იყოს, ვინც პროცესს წაიყვანს, ვინც არის სერიოზული აქვს პოლიტიკური წონა ან პოტენციალი ამის. როდესაც აღარც ლიდერია და არც შიგნით არ ჩანს ადამიანური რესურსი, ეს არაფერს მოიტანს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ სერიოზული კონკურენტი, თუკი ოპოზიციის რადიკალური ფლანგი გაერთიანდება.

მინისტრი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს, რომ ოპოზიცია დასავლეთის ერთადერთი დასაყრდენია საქართველოში.

„ნუ ვიტყვით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს არ ვკადრულობთ და ვინც ჩვენ გვყავს ცივილიზებულ სამყაროში მოკავშირეები, ისინიც წესიერი ხალხია. ამიტომ, პოლიტიკურ პარტნიორობაში ყველაფერი არ მოსულა. ის ფანდები რასაც იყენებს ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან, თავიანთ მეგობრებთან ურთიერთობაში, უბრალოდ ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ სხვა პასუხისმგებლობები გვაქვს, სხვა კატეგორიის თანამდებობის პირებთან გვჭირდება ურთიერთობა და ვურთიერთობთ. მათ ის ურთიერთობა აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოიწვიონ, მეტი კრიტიკული დოკუმენტები შეაქმნევინონ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები