თეა წულუკიანი: თუ ვინმეს ოპოზიციაში ამ რეიტინგების სჯერა და როგორც ამბობენ, სჯერათ ხოლმე IRI-ის კვლევების, მაშინ უნდა უშველონ საკუთარ თავს

თუ ვინმეს ოპოზიციაში ამ რეიტინგების სჯერა და როგორც ამბობენ, სჯერათ ხოლმე IRI-ის კვლევების, მაშინ ეს წინ უნდა დაიდონ და უშველონ საკუთარ თავს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს რეიტინგები კარგად ვერ დაიწერა.

„ზოგ ნაწილში კარგად დაიწერა, ზოგ ნაწილში – არა, მაგრამ მაინც გამოვიდა ისე, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური პარტია. ეტყობა იმდენმა თქვა „ქართული ოცნება“, რომ იმ ადამიანმა, ვინც ქაღალდს ავსებს მთლად ბოლომდე ვერ წაიწყმიდა სული. თუ ვინმეს ოპოზიციაში ამ რეიტინგების სჯერა და როგორც ამბობენ, სჯერათ ხოლმე IRI-ის კვლევების, მაშინ ეს წინ უნდა დაიდონ და უშველონ საკუთარ თავს. პიროვნულ რეიტინგებზე რა შეიძლება ითქვას, როცა ლომჯარია ყველაზე კარგი ქალია, რა უნდა ითქვას“, – განაცხადა თეა წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები