თეა წულუკიანი: როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე – ეს არის გაუგონარი უსამართლობა

ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები და ხუთიანი დაუწერეს, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ქვეყანაში ბევრი რამ გააკეთა – მიიღო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, მაგრამ არის ეროვნული ინტერესები, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც არის უზენაესი.

„ეს ჩემი მხრიდან შეიძლება სპეკულაციად მოინათლოს, მაგრამ ვარაუდს გაგანდობთ. ყურადღებით წავიკითხე დედანში ეს დოკუმენტი და მე დამრჩა ასეთი განცდა: ამ ოხერ „ქართული ოცნებას“ 10 წლის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, ამიტომ ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთ. თან ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ თავი არ აუწევია პარლამენტში, მუშაობენ და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კანონში და პრაქტიკაში 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს. ამიტომ მოდი ახლა გამოვუშვათ ასეთი ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს, რომ შემდეგ, თუ დაგვჭირდა, ვუთხრათ უარი კანდიდატის სტატუსზე. ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ არიან კარგი მოწაფეები და ხუთიანი დაუწერეს, საქართველოს კი, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, წადი, მოსაფიქრებელში დაჯექი და იმეცადინე. ეს არის გაუგონარი უსამართლობა. გავა წლები და ევროპარლამენტარების სხვა თაობები აღიარებენ, რომ ეს იყო უსამართლობა. ღმერთმა არ ქნას, ამ ქვეყანაში მოხდეს უბედურება და რუსეთი ისევ შემოვიდეს, მერე რა გამოვა ამ რეზოლუციის შედეგი? ეს რეზოლუცია არის ცუდი ტექსტი, მაგრამ ეს არის ცუდი ტექსტი ყველასთვის, მაგრამ პირველ რიგში თვითონ ევროპარლამენტისთვის. ბევრი რაღაც გავაკეთეთ ჩვენ – მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება, მაგრამ არის ეროვნული ინტერესები, როდესაც საქმე ეხება სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც არის უზენაესი“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები