ირაკლი კობახიძე: ახალი სტატიების შეკვეთა დაიწყეს, სრული სიცრუე, თითქოს საქართველო ხელს ითბობს ეკონომიკურად, თურმე უკრაინის ომი გამოვიყენეთ

ახალი სტატიების შეკვეთა დაიწყეს,  სრული სიცრუე, თითქოს საქართველო ხელს ითბობს ეკონომიკურად, პირდაპირ სტატიები შეუკვეთეს იგივე ადამიანებმა, ერთი კოორდინაციაა, თურმე მიზეზი არის ის, რომ  უკრაინის ომი გამოვიყენეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში განაცხადა.

მისი თქმით, შარშანაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაშინ ომი საერთოდ არ იყო.

„მეორე ადგილზე გავედით შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ირლანდიის შემდეგ. ირლანდიას ჰქონდა 11% თუ არ ვცდები, ჩვენ გვქონდა 10,4 % სად იყო ომი. წელს ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მთელს კონტინენტზე ევროპაში, ანუ ირლანდიასაც გავასწარით და გვექნება დაახლოებით 10% ამ წლის ბოლოს. სამი კვარტლის მაჩვენებელი 10,2%-ია. ესეც აჩვენებს უკვე, რომ აქ ომი არაფერ შუაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იმის გამო, რომ მშვიდობა და სიმშვიდეა ქვეყანაში, გვაქვს ლიბერალური, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა სათანადო საგადასახადო სისტემით,  ეს არის სინამდვილეში მიზეზი და არა ის, რაზეც საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ნაცმოძრაობა“ თუ მათი უცხოელი ლობისტები.

„ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის გამო, რომ მშვიდობა და სიმშვიდე გვაქვს ქვეყანაში. პოლიტიკური ვითარება რომ დასტაბილურდა და „ნაცმოძრაობა“ დასუსტდა, ამის გამოხატულებაც არის დამატებით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც მივაღწიეთ შარშანაც და წელსაც და მეორე – გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა სათანადო საგადასახადო სისტემით, სათანადო ბიუროკრატიით და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ჩვენ გვაქვს ნომერ პირველი ზრდის მაჩვენებელი ევროპაში. ეს არის სინამდვილეში მიზეზი და არა ის, რაზეც საუბრობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „ნაცმოძრაობა“ თუ მათი უცხოელი ლობისტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები