ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტიაა

„მე ნაწილობრივ შეზღუდული ვარ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია. ამას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. 10,000-მა კაცმა  მარტო სახელმწიფოს აჩუქა საკუთარი ქონება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია საქართველოში ხელისუფლების დათმობა და აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა ქართველების დაყაჩაღების, ამის შემდეგ, ისინი ევროპელების ძარცვაზე გადავიდნენ.

„2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტები აღარ არსებობს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 10,000 კაცი და ოჯახი მარტო ამ ფორმით დააყაჩაღეს. ჩემს გარშემოც არის უამრავი ფაქტი, უბრალოდ კერძო სუბიექტებზე გადააფორმებინეს უამრავი ქონება და ზოგს ერთ ლარიანი ქონება მილიონად აყიდვინეს. ანუ ბევრი ფორმა ჰქონდათ მათ ყაჩაღობის და ადამიანების რეკეტის, მაგრამ რისი თქმა მინდა, მათ ჰქონდათ 10,000 ყაჩაღობის ფაქტი და ისინი აყაჩაღებდნენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას და დღეს, სწორედ ამ ნაძარცვი, სისხლიანი ფულის დაბანდება ხდება ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, როდესაც მათ ამის საშუალება აღარ ჰქონდათ, როდესაც უკვე მოუწიათ ხელისუფლების დატოვება, ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ევროპელების ძარცვაზე. ქოლცენტრი შეიძლება ბევრმა არც იცის რა არის. ქოლცენტრი არის იმაზე არანაკლებ მძიმე დანაშაული, რაც მე ვახსენე, რასაც საქართველოში აკეთებდნენ. პირდაპირ ხდება პენსიონერების დაყაჩაღება და მილიონობით თანხა იქაჩება, სწორედ ასეთი მახინჯი გზით. ეს უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ ადამიანებს საქართველოში აქვთ ამბიცია, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ჰქონდეთ გავლენა, ეს ხომ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა. როგორ შეიძლება კეზერაშვილს რაიმე საერთო ჰქონდეს საქართველოში პოლიტიკასთან, ან ცისკარიშვილს, ან სააკაშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები