რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ რადიკალიზმმა რომელსაც ისინი აღვივებდნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით გადაინაცვლა.
„რადიკალური ოპოზიცია თვითონვე გახდა საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს და ცდილობენ ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ. რადიკალიზმმა, რომელსაც ისინი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში აღვივებდნენ, „ნაცმოძრაობის“ შიგნით გადაინაცვლა. დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის, რაც კარგია – ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სუსტდება და კიდევ უფრო დასუსტდება. ასეთ პირობებში კი შანსი სხვა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ეძლევათ რომ თავი დაიმკვიდრონ. ეს ძალიან კარგი პროცესია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.