დავით მათიკაშვილი: “ქართული ოცნება“ დგამს აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და ამას ყოველდღიურად ხედავს საზოგადოება

“რადიკალური „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „ქართული ოცნება“ დგამს აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და ამას საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი რაიმე სახით პოლარიზაცია საქართველოში არის მაღალ ნიშნულზე, ეს „ნაცმოძრაობის“ დამსახურებაა.

„რაც შეეხება რეზოლუციას, ჩვენ ეს სცენარი უკვე ვნახეთ, როდესაც საკუთარი სამშობლოსადმი სიძულვილით განმსჭვალული „ნაცმოძრაობა“ და შეცდომაში შეყვანილი ზოგიერთი ევროპარლამენტარი ცდილობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ სურვილები სინამდვილედ გაასაღონ და ტექსტი, სადაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემურ დანაშაულში, მხილებული დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის წარმოჩენილი, ხოლო ჯარის მძარცველი კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი, რომელსაც თითქოს ვინმე საქართველოში დევნის, ამ რეზოლუციისადმი სანდოობის ხარისხი რომ ნულს ქვემოთ არის, ალბათ, დამეთანხმებით. მთავარი არის ევროკომისიის მიდგომა და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს. თუკი რაიმე სახით პოლარიზაცია საქართველოში არის მაღალ ნიშნულზე, ეს არის ისევ „ნაცმოძრაობის“ დამსახურება, თუმცა, ეს მათ ბუმერანგივით შეუბრუნდათ, ვინაიდან ახლა საკუთარ პარტიაში აქვთ უდიდესი პრობლემები. ეს რეზოლუცია არის შეუმდგარი ვენდეტა და სამაგიეროს გადახდის ძალიან უფასური მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რადგანაც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რომ საკუთარ უუნარობასა და წარუმატებლობაში ისინი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, რომელმაც 2012 წელს ისინი პოლიტიკურ მოუსავლეთში გააგზავნა. მეცენატობა თუ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქობად, მაშინ ჩვენს ხალხს დაეკითხონ კუბილიუსები და ძმანი მისნი, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა ღვაწლი მიუძღვის მას ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები