დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობა” არის პარტია, საიდანაც ყოველდღე გარბის ვიღაც, სადაც ვერ გაურკვევიათ, ვინაა ლიდერი

„საკუთარი სამშობლოს მტრობა და სიძულვილი არის ლაიტმოტივი, რომელიც ამ რადიკალურ ჯგუფს თან გასდევს მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობაში” პირველობისთვის იბრძვიან.

“რა თქმა უნდა, ის ვერ პატიობს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. რაც შეეხება პარტიის შიგნით არსებულ ვითარებას და კეზერაშვილის როლს, რომელსაც ასევე შესაძლებელია კიდევ ჰქონდეს გარკვეული გავლენები და მისი მხრიდან გამოსული სახსრებით გარკვეული ნაბიჯების, პროცესების წახალისება ხდებოდეს, არც ეს არის გამორიცხული. ერთი რამ შეგვიძლია, ვთქვათ, ეს არის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, საიდანაც ყოველდღე გარბის ვიღაც, სადაც მიდის ხელჩართული ბრძოლა, ჩხუბი პირველობისთვის, სადაც ვერ გაურკვევიათ, საერთოდ, ვინ არის ლიდერი პარტიის და იმისთვის, რომ დამალონ და მიჩქმალონ პარტიის შიგნით არსებული ვითარება და საკუთარ ამომრჩეველს თვალი აუხვიონ, რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს გააქტიურდნენ საერთაშორისო ფლანგზე და სცადონ, რომ საკუთარ ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დააზიანონ. ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს, მაგრამ ამაზე ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მტკიცე პასუხი. საქართველო თავისი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, მშვიდობის პოლიტიკით და წარმატებით გააკეთებს იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ოჯახამდე და მათ კეთილდღეობამდე მივა ამ წარმატების შედეგი და ამას ყველა იგრძნობს აუცილებლად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები