გიორგი კახიანი – “ქოლ ცენტრების” საქმეზე: იმ მტკიცებულებებით, რაც გასაჯაროვდა, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამის უკან კეზერაშვილი დგას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, გასაჯაროებული მტკიცებულებები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმის უკან დავით კეზერაშვილი დგას. მისივე თქმით,  ოპოზიცია, როგორც ჩანს, სწორედ “ქოლ ცენტრებთან” დაკავშირებული ფულით ფინანსდებოდა.
“მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერი გვეცოდინება, რეალურად რა ხდება ამ “ქოლ ცენტრების” უკან, მაგრამ უკვე იმ მტკიცებულებებით, რაც გასაჯაროვდა, დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერ ამის უკან კეზერაშვილი დგას.

ბევრი კითხვაა, თუ რა თანხებით ფინანსდებიან ოპოზიციური ჯგუფები თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო ღონისძიებები, როგორც ჩანს, ამ ფულით ხდებოდა ამის დაფინანსება.
დაველოდოთ, გამოძიება რა შედეგებს დადებს და შემდეგ უკვე ბევრ რამეს ვილაპარაკებთ”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები