ბამბერგის უფროსი პროკურორი: მნიშვნელოვანია ისეთი სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა
ამ დანაშაულების შედეგად უზარმაზარი ზიანი დგება და, ამიტომ, მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ საქმეზე ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ და არაჩვეულებრივი შედეგი დავდეთ. ქართველი პროკურორების დაუღალავი შრომის გარეშე არასდროს მოხერხდებოდა ამ კომპლექსური ღონისძიებების წარმატებით განხორციელება. მით უფრო მნიშვნელოვანია სანდო და აქტიური პარტნიორების არსებობა, როგორიცაა საქართველოს გენერალური პროკურატურა, – ამის შესახებ ბამბერგის უფროსმა პროკურორმა, ნინო გოლდბექმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით ჯერ არ დასრულებულა გამოძიება.
“მოძიებული და ამოღებულია მტკიცებულებები და ამ საგამოძიებო მოქმედებებს მრავალი თვე დასჭირდება. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქართველ სამართალდამცველებს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ნინო გოლდბექმა.
საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელი გამოვლინდა.