გია ვოლსკი – “ქოლცენტრების” საქმეზე: გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია აღმოჩენილი

“გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში იქნა აღმოჩენილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში იქნა აღმოჩენილი. რასაკვირველია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა, უკვე ფაქტია, რომ უამრავი დაზარალებულია. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია კეზერაშვილსა და მის ფინანსურ რესურსებთან, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს თემა როგორღაც შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდეს, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს დღეისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები