ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი „ლელოს“ მიერ წარდგენილ, „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ პროექტს 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „ლელოს“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ პროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, იგი არ ფიქრობს, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა შეიძლება, ანტიკორუფციული საქმიანობის ეფექტურობა გაზარდოს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არ განაპირობებს უპირობოდ იმის გარანტიას, რომ ამ ფუნქციების კონცენტრაცია, რომელიც სახელმწიფოს დღესაც აქვს, ერთ სააგენტოში აპრიორი უკეთეს შედეგს გვაძლევს. რაც შეეხება ათასგვარ შეფასებას, ვიმეორებ, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ კორუფცია არ არსებობს. არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის. არსებობს ქვეყნები, სადაც განა იმიტომ, რომ საგამოძიებო საქმიანობა ჰქონდათ კონცენტრირებული ერთ ხელში, როგორიცაა ნორვეგია, სკანდინავიის ქვეყნები, ახალი ზელანდია, სადაც ყველაზე მაღალია ანტიკორუფციული მედეგობის ხარისხი, იქაც გაფანტული იყო უამრავ სახელმწიფო ინსტიტუციაში, მაგრამ თვითონ პოლიტიკა მართეს ეფექტურად. ვიმეორებ, ეს პოლიტიკა არის მრავალ ვექტორიანი და ვერასდროს იქნება ერთი უწყების ასაწევი ტვირთი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მუდმივად უნდა ვიაროთ ამ გზაზე. ცნობიერების შეცვლა, ეკონომიკური საქმიანობის გამჭვირვალობა და კიდევ მილიონი კომპონენტია, რამაც ეს უნდა უზრუნველყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მაგალითად მე, ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიტანოს ცვლილება ანტიკორუფციული საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები