გიორგი გამსახურდია: ეს გახარიას ე.წ პოლიტიკური გუნდი რამ გამოგაიმასქნათ? – ნამუსი რომ არ გქონდათ, ეგ 2021-ში ვნახეთ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრების განცხადებებს “ტვიტერზე” ეხმიანება.

მისი თქმით, “საქართველოსთვის” წევრებს “ნამუსი რომ არ ჰქონდათ, ეს 2021-ში ვნახეთ”.

“ეს გახარიას ე.წ პოლიტიკური გუნდი რამ გამოგაიმასქნათ? რა ივანიშვილი და რა ოლიგარქია? რა ბიძინა და რა შეფერხება ევროპულ გზაზე? ნამუსი რომ არ გქონდათ, ეგ 2021-ში ვნახეთ, მაგრამ ამ დონეზე? რისი იმედი გაქვთ? ვის სჭირდება მოღალატე და თვითმარქვია? ისევ წერტილებს მიაწექით, ჩემი რჩევაა…”, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები