მარკ კლეიტონი: მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად

“მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად”, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

“დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და, რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისკენ. ამის უკან დგას ძალიან საბაზისო დემოკრატიული მომენტი, კერძოდ ის, რომ ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მათ სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ისინიც მხარს უჭერენ ამ წევრობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად ამ 12 მოთხოვნის შესასრულებლად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები