“სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა, რუს დიპლომატებს ვაშინგტონის დატოვება აუკრძალოს” – აშშ-ში რუსეთის ელჩი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა, ახსნა-განმარტების გარეშე, რუს დიპლომატებს ვაშინგტონის დატოვება აუკრძალოს, – განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა.

„ამიერიდან, ქალაქიდან გასასვლელად ყველა დიპლომატმა სახელმწიფო დეპარტამენტი ზუსტი მარშრუტის შესახებ ერთი-ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილოს. უფრო მეტიც, ამერიკელებს შეუძლიათ, უარი თქვან მიზეზის დასახელების გარეშე“, – თქვა მან.

მანამდე, ანტონოვი ამბობდა რომ ვაშინგტონში რუს და ამერიკელ დიპლომატებს მხოლოდ “ფრაგმენტული კონტაქტები” აქვთ. მისი თქმით, როდესაც მოსკოვის წარმომადგენლები ვაშინგტონში მითითებებით ჩადიან, „მათ ფოიეში ან სახელმწიფო დეპარტამენტის მახლობლად, სკამთან ხვდებიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები