ბაქარ მახარაძე: ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ – ადმინისტრაციულ რესურსსაც

სამწუხაროდ, ჩვენი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ – ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახადებიდან არის შემოსული, – ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიცია ჩვენი თანამოქალაქეების გადასახადებს.

„როდესაც ისინი არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ფაქტობრივად, დაკარგულია მათი ამომრჩევლის ხმა. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, როდესაც მოვიხმართ მოქალაქეების გადასახადებს და ადმინისტრაციულ რესურსს, ყველა ჩვენგანმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ბაქარ მახარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები