IRI: პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობენ.

კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად“, გამოკითხულთა 88 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 51 პროცენტისთვის მისაღებია კახა კალაძე, 44 პროცენტისთვის ირაკლი ღარიბაშვილი.

გამოკითხულთა 40 პროცენტი ასახელებს ანა დოლიძეს, 38 პროცენტი სალომე ზურაბიშვილს, 38 პროცენტი დავით უსუფაშვილს, 38 პროცენტი ნინო ლომჯარიას, 37 პროცენტი გიორგი გახარიას, 37 პროცენტი გიორგი ვაშაძეს. 36 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, 34 პროცენტი ირაკლი კობახიძეს, 33 პროცენტი ელენე ხოშტარიას, 33 პროცენტი მიხეილ სააკაშვილს, 33 პროცენტი შალვა ნათელაშვილს, 32 პროცენტი ნიკა მელიას, 31 პროცენტი ხატია დეკანოიძეს, 30 პროცენტი ალეკო ელისაშვილს, 29 პროცენტი მამუკა ხაზარაძეს, 28 პროცენტი შალვა პაპუაშვილს, 26 პროცენტი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, 23 პროცენტი ბადრი ჯაფარიძეს, 17 პროცენტი გიგა ბოკერიას და 15 პროცენტი ხათუნა სამნიძეს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.

IRI-ის ცნობით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები