“ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ ფინეთი საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას არ გეგმავს” – პრეზიდენტი

ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ, ფინეთი საკუთარი ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას არ აპირებს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, – წერს Yle.

მისივე თქმით, არ არსებობს იმის ნიშანიც, რომ ვინმე აპირებდეს ფინეთისთვის რაიმეს შეთავაზებას.

ამავე დროს, ნიინისტომ აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ნატოს შემაკავებელი ძალების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ის არის პრევენციის საშუალება და არა – თვითმიზანი.

პრეზიდენტის თქმით, ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება  ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების გრაფიკს, ნიინისტომ თქვა, რომ სიტუაცია ბევრს უკეთესია, ვიდრე – ორი კვირის წინ იყო.

პოლიტიკოსს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ გაწევრიანება “გონივრულ ვადებში” მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები