ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის, არამედ სხვა წყალმოსარგებლის მიერაც განხორციელდეს.

„კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება სხვა წყალმომხმარებლის მიერ, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნული წყლის გამოყენება სხვა მიზნით (მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურები, სათევზე მეურნეობები და სხვა), გარდა საირიგაციო დანიშნულებისა”,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები