გია ცაგარეიშვილი: 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო, ერთი მხრივ, შავბნელი დღე და, მეორე მხრივ, ხალხის გმირობის დღე

ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრით დაგვირგვინდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები საქართველოს ისტორიაში შავბნელი დღე იყო.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო, ერთი მხრივ, შავბნელი დღე და, მეორე მხრივ, ხალხის გმირობის დღე. რომელმაც ყველაფერი გააკეთა და არ მისცა მიხეილ სააკაშვილს თავის ავაზაკებიანად ქვეყნის ფეხქვეშ გათელვის უფლება. ვფიქრობ, 7 ნოემბრიდან დაიწყო ის ყველაფერი, რაც შემდეგ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრით დაგვირგვინდა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

დღეს, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა.
7 ნოემბრის აქცია პოლიციის მიერ მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დასრულდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმი შეიჭრა, ტელეკომპანიის მაუწყებლობა გაითიშა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები