ე.წ. ბიოს შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დააკავეს (ვიდეო)

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქაან ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 100,5978 გრ. ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კლასს მიეკუთვნება. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SMyKQ_nu58E” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები