ნიკოლოზ სამხარაძე: რომელი პარტია მოვა აშშ-ის ხელისუფლებაში, ამის მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან არ შეიცვლება
“რომელი პარტია მოვა ხელისუფლებაში, ამის და მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან არ შეიცვლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.
სამხარაძის თქმითვე, იმედოვნებს რომ აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„პირიქით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს“, – აღნიშნა სამხარაძემ.