IRI-ის ხელმძღვანელი: გვინდა, საქართველომ მიიღოს საკუთარი ადგილი ევროპაში – ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია

ჩვენ გვინდა საქართველომ მიიღოს საკუთარი ადგილი ევროპაში, რაშიც დავეხმარებით და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერიო, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ხელმძღვანელმა, სტეფან ნიქსმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა, ქართველ ხალხს სურს მთავარ პარტნიორად დასავლეთი და აქ ყველაფერი ნათელია.

„საქართველოს აქვს 12 ნაბიჯი, რომლებიც ევროკავშირმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა. ვერ ვაფასებ, იყო თუ არა სამართლიანი ევროკავშირის გადაწყვეტილება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, IRI-ი წლების განმავლობაში ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული წინსვლისთვის, ვეხმარებით ინსტიტუტებს დასავლური მისწრაფებების განხორციელებაში, აშკარაა, რომ ქართველ ხალხს სურს დაინახოს საქართველო, როგორც ევროკავშირი წევრი სახელმწიფო.

არაერთი გამოკითხვა ჩავატარეთ ამ მხრივ და საქართველოს მოსახლეობის არჩევანი იყო ყველაზე თანმიმდევრული. კითხვას სვამდით: მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. პასუხი კი ყოველთვის 80-დან 85%-ამდე უცვლელად მერყეობდა. ქართველ ხალხს სურს, მათი არჩეული წარმომადგენლისგან თუ ხელისუფლებისგან ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობა დაინახონ.

როდესაც თვალს ვადევნებთ ზოგიერთ დისკუსიას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ეს გვაფიქრებინებს, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ რისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ გვინდა საქართველომ მიიღოს საკუთარი ადგილი ევროპაში, რაშიც დავეხმარებით და ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერიო, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია.

ყველა პოლიტიკურმა ელემენტმა უნდა გადადოს განსხვავებები, იდეოლოგიური შეუთანხმებლობა და იმუშაონ მთავარ მოთხოვნასა და მის მომავალზე. მე პარლამენტის არაერთ წევრს ვესაუბრე, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს ევროპულ მომავალზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა მათ მიაღწიონ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს“, – აცხადებს სტეფან ნიქსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები