ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი: მადლობას ვუხდი რატი ბრეგაძეს ღირებული გამოცდილების გაზიარებისთვის

ავსტრიის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ალმა ზადიჩი საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დღეს ჩემ ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან ერთად ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს.

სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნები უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ მართლმსაჯულების სფეროში.

ერთ-ერთი მიზანია რომ ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაცია განხორციელდეს მართლმსაჯულების სფეროში და გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

მადლობა ღირებული გამოცდილების გაზიარებისათვის“, – წერს ალმა ზადიჩი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები