შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 5-12 ნოემბერს ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰიროიუკი ჰოსოდასთან, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰიტოში კიკავადასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, უუმი იოშიკავასთან და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, კიმ ჩინ-ფიოსთან გამართავს.

დაგეგმილია შეხვედრა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი,  ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები