ალუდა ღუდუშაური – ჯანეზაშვილზე: ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მაღალი ქულით შეფასებული ეს ადამიანი აღმოჩნდა, რომ არის უბრალოდ ტყუილი, საპნის ბუშტივით გასკდა მისი კომპეტენტურობა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის ბრიფინგს, რომელმაც კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

დეპუტატი ჯანეზაშვილის ამ მოქმედებას “არაკომპეტენტურს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, ვინმე შეაფასოს, მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია მართლმსაჯულებაზე.

„არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და მათი ჯანსაღი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაგვანახა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის ამ მოქმედებამ, რომ ის არის არაკომპეტენტური. ყველამ კარგად დაინახა, რომ დღეიდან მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება, ვინმე შეაფასოს, მით უმეტეს, ჰქონდეს პრეტენზია იმასა, რომ მართლმსაჯულებასა და სასამართლოზე თითქოსდა რაიმე მონიტორინგი განახორციელოს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები