იაგო ხვიჩია – ნაზი ჯანეზაშვილზე: შეუძლებელია, აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე

ფიზიკურად შეუძლებელი მგონია, აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე, – ასე შეაფასა “გირჩის” დეპუტატმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადება პარლამენტში გასაუბრებაზე არმისვლასთან დაკავშირებით.

ხვიჩიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა კითხვებს უპასუხოს.

“სულ ჰქონდა პრეტენზია სასამართლო სისტემასთან, “ქართულ ოცნებასთან” და ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მან უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც “ქართულ ოცნებას” აქვს ნაზი ჯანეზაშვილთან, თორემ ჩემი შეკითხვა ყველასთვის ცნობილია უკვე ისედაც და ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილის აქ გამოცხადების დროისთვის ჩემი გამოსვლა დასრულებული იქნება. ამიტომ, ჩემს საკითხს აქ აქტუალობა ნაკლებად აქვს.
ვისაც ეს თემა მართლა აღელვებდა, ყველა კანდიდატს შეუძლია, მე შეკითხვა დამისვას და ამით საკუთარი პოზიციაც დააფიქსიროს.
აქედან გამომდინარე, ყველა ეს მიზეზი, ჩემი აზრით, აბსურდულია. ფიზიკურად შეუძლებელი მგონია, აირჩიო კანდიდატი, რომელიც იმდენად არ გცემს პატივს, რომ პარლამენტში არ მოდის გასაუბრებაზე,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს, თუმცა, კანდიდატურას არ ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები