ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში დღეს დასრულდება
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატთა მოსმენა დღეს დასრულდება. დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დღეს გიორგი ცობეხიას, იაგო ხვიჩიას და ნაზი ჯანეზაშვილს მოუსმენენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მთავარი კრიტერიუმები კეთილსინდისიერება, ავტორიტეტი, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობაა.
ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის არჩევას საპარლამენტო პარტიებს შორის თანამშრომლობა სჭირდება.