მეუფე იაკობი – გვარამიაზე: ჩემი გადმოსახედიდან, პოლიტპატიმარი არ არის
“მე არ ვიცი, ნიკა გვარამია რის გამო ზის ციხეში – პატიმარი არის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან პოლიტპატიმარი არ არის”, – ასე პასუხობს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი “მთავარი არხის” დამფუძნებლის თაობაზე დასმულ კითხვას.
მისი შეფასებით, გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა.
“ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი, ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე რომ იყოს, მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი, ნიკა გვარამია რის გამო ზის ციხეში. პატიმარი არის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან პოლიტპატიმარი არ არის”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.