ანრი ოხანაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: იქამდე მივიდნენ, რომ არა მხოლოდ ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, არამედ სააკაშვილის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს არ დაუჭირეს მხარი

“ნაციონალური მოძრაობა” იქამდე მივიდა, რომ მათ არა მხოლოდ ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე, არამედ, მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს არ დაუჭირეს მხარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” ოლიგარქების მხარეს დადგა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დადგა კეზერაშვილისა და ოლიგარქების მხარეს, კიდევ უფრო მეტი, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ თავის დროზე, ეს კანონპროექტი უკრაინაში, რომელიც ჩვენ ერთი-ერთში გადმოვიტანეთ, მათი და სააკაშვილის მიერ იყო დაწერილი. ვიდრე დავაინიცირებდით ამ პოზიციაზე იყვნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო უკრაინული მოდელი და ამას „ქართული ოცნება“ არ მიიღებდა. ახლა იქამდე მივიდნენ, რომ მათ არა მხოლოდ ჩვენს მიერ დაინიცირებულ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა არამედ, მათ რეალურად, მიხეილ სააკაშვილის თუ მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები